დედაქალაქში საზაფხულო ბაღებმა ფუნქციონირება დაიწყეს
დედაქალაქში საზაფხულო ბაღებმა ფუნქციონირება დაიწყეს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე მთაწმინდის რაიონში მდებარე N162 საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც პატარების გართობაზე ბაღის აღმზრდელებთან ერთად, მხიარულმა ანიმატორებმაც იზრუნეს.
1-ელი ივლისიდან მთელი თვის მანძილზე, 2-დან 6 წლამდე ასაკის 18000 აღსაზრდელს 50 საბავშვო ბაღი მოემსახურება. პროექტის ღირებულება 6 მილიონი ლარია.