ახალი ამბები

დედაქალაქში ივლისში 45 საზაფხულო ბაღი იმუშავებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, პანდემიის შემდეგ პირველად, საზაფხულო ბაღების პროექტს გაზრდილი მასშტაბით განახორციელებს. მიმდინარე წლის ივლისში დედაქალაქში 45 საბავშვო ბაღი იმუშავებს, რომელიც 17 000-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.

 საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია, რომელიც ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge წარიმართება, 20 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მომსახურებით ისარგებლებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები.

საბავშვო ბაგა-ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებისთვის სერვისი თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. ბაღების ჩამონათვალი და მისამართები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

http://kids.org.ge/ge/sazafkhulo-baghebi