ახალი ამბები

"დავეხმაროთ დედამიწას" - კახა აბულაძე N92 ბაღში ღონისძიებას დაესწრო

🌎🌳🏡თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი ღონისძიებები, თემატური აქტივობები და ღია მეცადინეობები ტარდება.
👶👧👩‍🎓👨‍🎓აღსაზრდელები დედამიწის შესახებ მიღებულ ცოდნას მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს უზიარებენ.
ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას თბილისის N92 საბავშვო ბაღში ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახა აბულაძე რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად დაესწრო.
პატარებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით შემოქმედებითი წარმოდგენა გამართეს და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბაღის ეზოში ახალი ნარგავები დარგეს.
დედამიწის დღე მთელ მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება.