ახალი ამბები

ბაგა-ბაღ „იმედი საბურთალოს“ რეკონსტრუქციის პროექტირება დასრულდა

ბახტრიონის N8-ში მდებარე საჯარო ბაგა-ბაღ „იმედი საბურთალოს“ რეკონსტრუქცია დაიწყება. შენობაზე მიშენება-დაშენების პროექტირება დასრულებულია და მისი განხორციელება 2021 წელს დაიწყება. მიშენება-დაშენების პროექტის შედეგად, ბაღს ორი სააღმზრდელო ჯგუფი და სხვა ფუნქციური სივრცეები დაემატება. პროექტის დეტალები და გრაფიკული მასალა ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ბაღის ადმინისტრაციას გააცნო. „საბურთალოსა და სხვა ცენტრალურ უბნებში ახალი ბაღების მშენებლობის პერსპექტივები არ გვაქვს და ამ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალი არსებული შენობების გაფართოებაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ შენობა და მისი ტერიტორია ამის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი განხორციელდება ბაგა-ბაღში „იმედი საბურთალო“. პროექტირება დასრულებულია და მომავალი წლის ბიუჯეტში მის დაფინანსებას გავითვალისწინებთ,“ -განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.