38 საჯარო ბაღში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები დამონტაჟდება
დედაქალაქის 38 საბავშვო ბაგა-ბაღი სრულად აღიჭურვება ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ვიდეოკამერების მონტაჟის პროცესი დღეს N185 საჯარო ბაგა-ბაღში შეამოწმა. აღსანიშნავია, რომ აქამდე გარკვეულ დონეზე ვიდეოკამერებით ყველა საბავშვო ბაღი იყო აღჭურვილი. პროექტის შედეგად კი ვიდეოკონტროლი სრულად განხორციელდება, როგორც შენობებში, ისე გარე პერიმეტრზე. სისტემების მონტაჟის მომსახურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ტენდერის გზით შეისყიდა. პროექტს კომპანია „ნეოტეკი“ ახორციელებს.