21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. საერთაშორისო კამპანიას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიც უერთდებიან და ყოველწლიურად მრავალფეროვან შემოქმედებით აქტივობებს მართავენ.
ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე N112 საბავშვო ბაღში შეუერთდა, სადაც პატარა აღსაზრდელებმა ამ დღესთან დაკავშირებით შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს, მხიარული თამაშები წარმოადგინეს და ადგილზეც შექმნეს ნამუშევრები.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.