ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმების თაობაზე
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არსებული ვაკანსიებისა და საკადრო რეზერვის შევსების მიზნით, იწყებს საბავშვო ბაღებში დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება შესაძლებელია ელექტრონულად ბმულზე: http://docs.kids.org.ge/extras/vacancy/
კონკრეტული პოზიციისათვის არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შემდეგ ბმულზე გადასვლით: http://kids.org.ge/ge/sakvalifikatsio-motkhovnebi
გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია საკონტაქტო ინფორმაციის სწორად მითითება, რათა განაცხადის შერჩევის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდეს აპლიკანტთან დაკავშირება.
გისურვებთ წარმატებებს.