facebook youtube

ახალ ბაღებში ავეჯისა და ინვენტარის შეტანა დაიწყო

30 ივლისი 2018
image

თბილისის ახლადაშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავეჯის, სამზარეულოს ტექნიკისა და სხვა სტანდარტული ინვენტარის შეტანა დაიწყო. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, დასრულდება ახალი ბაღების კადრების შერჩევა-დაკომპლექტებაც, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს კონკურსი.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის,კახაბერ გვანცელაძის განმარტებით, ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება და თბილისში კიდევ 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება. ახალი სააღმზრდელო წლისთვის დედაქალაქში 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ამოქმედდება, ორ მოქმედ ბაგა-ბაღს კი ახალი კორპუსები შეემატება.

85-ბა