facebook youtube

ბაღების დირექტორები სააგენტოს 6 თვის მუშაობის ანგარიშს აბარებენ

5 ივლისი 2018
image

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს - ბაღების ხელმძღვანელები სააგენტოსა და აღსაზრდელთა მშობლებს ექვსთვიანი მუშაობის შედეგებს აბარებენ.

პრეზენტაციების წარდგენა რაიონული პრინციპით მიმდინარეობს. პირველი შეხვედრა საბურთალოსა და გლდანის რაიონების ბაღებმა გამართეს და სააგენტოს ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს გააცნეს ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, მეთოდოლოგიური სიახლე, ფინანსური ხარჯების განაწილების შედეგები, რომლებიც მათ 2018 წლის იანვრიდან თითოეულ ბაღში განახორციელეს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებსა და იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც ბაღების ხელმძღვანელებისთვის პრიორიტეტულია. 

ანგარიშების წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 
რაიონული შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

85-ბა