facebook youtube

თბილისის საბავშვო ბაღებში 2018-2019 წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება

14 ივნისი 2018
image

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია  ორ ეტაპად წარიმართება; პირველ ეტაპზე, 18 ივნისის 12:00 საათიდან რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებულისოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლისბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელიაღზრდის დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები), ასევე 2015 წლის13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს არ მიეკუთვნება.

წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 15 ათასამდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე, 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ ბაგა-ბაღს  ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება.
 

85-ბა