facebook youtube

ბაღებში დაწინაურების მსურველთა კონკურსის შედეგები ცნობილია

10 იანვარი 2017
image

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობრივი დაწინაურების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები ცნობიალია. შედეგის ნახვა თითოელი მონაწილისათვის მინიჭებული შტრიხკოდის მეშვაობითაა შესაძლებე, რომელიც სპეციალურად განკუთვნილ გრაფაში უნდა ჩაიწეროს.

შეგახსენებთ, რომ ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგია:

  • 30 ქულა - აღმზრდელის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად;

  • 40 ქულა - აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად;

  • 50 ქულა - საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად.

კონკურსი 24-25 დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს, რომელსაც სურდა დაწინაურება აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციაზე. ამასთან, ტესტირება სავალდებულო იყო ზემოთაღნიშნულ სამ პოზიციაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 650 მათგანი გამოცხადდა.