facebook youtube

კახაბერ გვანცელაძემ დიდუბესა და წყნეთში მშენებარე ბაღები დაათვალიერა

20 მარტი 2018
image

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა ბერ გვანცელაძე მშენებარე ობიექტების მონიტორინგს განაგრძობს. კახაბერ გვანცელაძე დღეს დიდუბესა და წყნეთში იმყოფებოდა, სადაც ახალი ბაღების სამშენებლო პროექტების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

დიდუბეში, ზუგდიდის ქუჩაზე ხუთჯგუფიანი ბაგა-ბაღი აშენდა. შენობა 1050 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, აღჭურვილია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებითა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. რაც შეეხება წყნეთში მდებარე ახალ საბავშვო ბაღს, ის ათჯგუფიანი იქნება და 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. ორივე ბაღის გახსნა მიმდინარე წელს იგეგმება.

კახაბერ გვანცელაძემ მშენებარე ობიექტები სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.