facebook youtube

საკრებულოს განათლები და კულტურის კომისიის სხდომაზე გაბა-ბაღების მართის სააგენტოს ანგარიში განიხილეს

15 მარტი 2018
image

საკრებულოს განათლები და კულტურის კომისიის სხდომაზე გაბა-ბაღების მართის სააგენტოს ანგარიში განიხილეს

თბილისის საკრებულოშო განათლები და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატეტბმა ბაგა-ბაღების მარვის სააგენტოს ხელმძვანელის კახაბერ გვანცელაძის სამი თვის ანგარიში განიხილეს, რომელიც სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ წარმოადგინა.

სააგენტოს ხელმძვანელმა ისაუბრა სააგენტოს მიერ ამ პერიოდში გაწეულ სამუშაოებზე და განხორციელებურ პროექტებზე. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულდა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებაზე, ახალ სერვისებსა და პროექტებზე, რომელიც დანერგვასა და განხორციელებას სააგენტო ახლო მომავალში გეგმავს.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განაცხადებით, კომისია აგრძელებს სხდომის ფორმატში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვას. მისი თქმით, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის’’ რეფორმის განხორციელების პროცესში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია აქტიურადაა ჩართული.

,,თბილიში 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო წელს ეტაპობრივად გაიხსნება. ახალი ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. ახალი ბაღების გარდა,განათლები და კულტურის კომისიის სხდომა 26-მდე საბავშვო ბაღის გამაგრება-აღდგენა იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მოხსნის ჯგუფების გადატვირთულობას პრობლემას და გააუმჯობესებს ბაღების ხელმისაწყვდომობას. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ სფეროში კვლავ რჩება ინკლუზიური მიმართულებით მუშაობა და სწავლების ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა’’. განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ანგარიში კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა შეაჯამა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვები, ძირითადად თავიან სამაჟორიტარო რაიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა.