facebook youtube

კახაბერ გვანცელაძის შეხვედრა სამგორის რაიონის წარმომადგენლებთან

19 თებერვალი 2018
image

კახაბერ გვანცელაძემ სტუმრებს მისი სამოქმედო გეგმა გააცნო, ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც მან სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობის რამდენიმეთვიან პერიოდში განახორციელა, მათ შორის, ბაღების ერთწლიანი ბიუჯეტირება, შესყიდვების ახალი რეგულაციის შემოღება, საბავშვო ბაღების შენობების კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა და ა.შ.

პრეზენტაციის შემდეგ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს მოწვეულმა სტუმრებმა. მათი განცხადებით, აუცილებელია სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, განსაკუთრებით, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, სამგორის რაიონში. გამოითქვა აზრი კერძო ინვესტიციების მოზიდვის, ასევე შენობების ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

85-ბა