facebook youtube

საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა დაწინაურების მიზნით ტესტირება ჩატარდება

11 ნოემბერი 2016
image

ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია მხოლოდ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამდებობრივი დაწინაურების მსურველთა (აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწის და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად) ტესტირება.

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად: განცხადების გადარჩევა და ტესტირება. ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს, მათ შორის მოვალეობის შემსრულებლებსაც, რომელთა მონაცემები აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებული დაწინაურების მსურველებმა მიმართეთ თქვენი ბაღის ადმინისტრაციას დაწვრილებითი ინფორმაციისთვის.

ტესტირება ჩატარდება 2016 წლის 24-25 დეკემბერს. ტესტირების ჩატარების ზუსტ დროს და მისამართს გაცნობებთ დამატებით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების, პროგრამის, საკვალიფიკაცოო მონაცემების და საგამოცდო ლიტერატურის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

საგამოცდო ლიტერატურა:

pdf-iconსაბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარეს სახელმძღვანელო

pdf-iconადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები

pdf-iconბავშვის უფლებათა კონვენცია

pdf-iconსასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისთვის, ილიას უნივერსიტეტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

pdf-iconსაგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი

pdf-iconაღმზრდელის თანაშემწე

pdf-iconაღმზრდელი


pdf-iconტესტის ნიმუში

ტესტირების პირობები