facebook youtube

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

15 იანვარი 2018
image

 თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად სამგორის რაიონში, №181 ბაგა-ბაღში იმყოფებდა, სადაც სააღმზრდელო პროცესი, ზამთრის არდადეგების შემდეგ, დღეს განახლდა. მერის მოადგილემ ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერა და პატარებს სააღმზრდელო წლის განახლება მიულოცა. ილია ელოშვილის თქმით, თბილისში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. „ვულოცავ საბავშვო ბაგა-ბაღების ყველა პატარასა და აღმზრდელს სააღმზრდელო წლის განახლებას და ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ წელს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში. მისი პირველადი განათლება დიდწილადაა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობებში უწევს მას ბაღში ყოფნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვებს და მასწავლებლებს ჰქონდეთ კომფორტული პირობები. მინდა განვაცხადო, რომ ბაგა-ბაღებს დღეს არანაირი შეფერხება არა აქვთ, მათ შორის კვების მიწოდების კუთხით და არც ექნებათ. სასწავლო პროცესის განახლებას ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი სრულად მომზადებული ხვდება“- განაცხადა ილია ელოშვილმა. ზამთრის არდადეგები ბაგა-ბაღებში 2017 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვარს დასრულდა. სააღმზრდელო პროცესი თბილისში არსებულ 171-ვე საჯარო ბაგა-ბაღში დღეს განახლდა. აღნიშნული ბაგა-ბაღები სკოლამდელი განათლებით 61 000 აღსაზრდელს უზრუნველყოფენ.