facebook youtube

კახაბერ გვანცელაძე ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა

15 დეკემბერი 2017
image

 თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა და მას 200-მდე მშობელი ესწრებოდა. კახაბერ გვანცელაძემ შეკრებილ აუდიტორიას მისი სამოქმედო გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტებია ბაღებში ბავშვთა უსაფრთხოება, ბაგა-ბაღების მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება, პოზიტიური გარემოს შექმნა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ინსტიტუციური განვითარება და გამჭვირვალობა. პრეზენტაციის შემდეგ კახაბერ გვანცელაძემ მშობლების შეკითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, მისი მუშაობა პრობლემების მოგვარებასა და სისტემის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.