facebook youtube

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე თბილისის საბავშვო ბაღებში

16 ნოემბერი 2017
image

 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. თბილისის საჯარო ბაღებში ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა.

სასკოლო მზაობის ჯგუფებში აღსაზრდელებმა ტოლერანტობის შესახებ სპეციალური ბანერები მოამზადეს და სლოგანებიც მოიფიქრეს. აღსანიშნავია, რომ ტოლერანტობა სასკოლო მზაობის პროგრამით გათვალისწინებული საკითხია.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობა კარგად ფლობს ქართულ ენას და ჩართულია სხვადასხვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო აქტივობებში.