facebook youtube

ფესტივალი "პატარა ხელებით" - ნაძალადევის ტური

19 მაისი 2017
image

  ნაძალადევის რაიონის გამგეობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოფენა-ფესტივალის „პატარა ხელებით“ ნაძალადევის რაიონული ტური N79-ე ბაგა-ბაღში გაიმართა. სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ რაიონის ბაღების მიერ წარმოდგენილი ბავშვთა ნამუშევრები მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეარჩია. გამოფენას ესწრებოდნენ რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნაძალადევის რაიონიდან ზაზა კოლელიშვილი. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კი ღონისძიებას ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობლის სტატუსით ესწრებოდა. გამოფენის პარალელურად, საბავშვო ბაღის ეზოში სამი სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა, სადაც აღსაზრდელები მათი საყვარელი ზღაპრების გმირებმა გაამხიარულეს. ღონისძიებაში მონაწილე ყველა ბაღის ხელმძღვანელი კი სააგენტოს ხელმძღვანელმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვეს. ფესტივალი „პატარა ხელებით“ საქველმოქმედოა და მისი დასკვნითი ნაწილი, გამოფენა-გაყიდვა 3 ივნისს, 12:00 საათზე განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ის სიმსივნით დაავალდებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. 3 ივნისს ახალ ტფილისში მოსულ სტუმრებს კიდევ ბევრი მხიარული სანახაობა ელის - გაიმართება ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი, მოეწყობა პატარა მზარეულების კუთხე, რომლებიც იქვე დამზადებულ ნუგბარს გაყიდიან და შემოსულ თანხას სოლიდარობის ფონდში გადარიცხავენ. ფინალური ღონისძიებაზე მოსულ პატარებს პროექტის კიდევ ერთი მხარდამჭერი, პანტომიმის თეატრი და მისი მსახიობები გაამხიარულებენ. ფესტივალის მხარდამჭერია ჰოლდინგი „პალიტრამედია“ და გამომცემლობა „პალიტრა ელი“, რომელიც გამოფენის საუკეთესო მონაწილეს საინტერესო პრიზებით დაასაჩუქრებს.