facebook youtube

ფესტივალი „პატარა ხელებით“ შექმნილი ნამუშევრები ვაკის რაიონის ბაღებიდან

16 მაისი 2017
image

  ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-ფესტივალის „პატარა ხელებით“ შესარჩევი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. აღსაზრდელების მიერ სააღმზრდელო პროცესში შექმნილი სხვადასხვა სახის ნამუშევრები დღეს ვაკის რაიონის ბაღებმა წარმოადგინეს. ღონისძიებას N137-ე ბაგა-ბაღმა უმასპინძლა და საკონკურსონო ნამუშევრები თბილისის ბაგა-ბაღის სააგენტოს მართვის სააგენტოს ხელმძღვანელა თემურ თორდინავამ ბაღების დირექტორებთან ერთად შეარჩია, გამოფენის დასასრულს კი ყველა მონაწილე ბაღის ხელმძღვანელი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. ფესტივალი „პატარა ხელებით“ საქველმოქმედოა და მისი დასკვნითი ტური 3 ივნისს განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება, სადაც პატარების ნამუშევრები გაიყიდება, შემოსული თანხა კი „სოლიდარობის ფონდის“ ანგარიშზე გადაირიცხება. მიმდინარე კვირაში კიდევ ორი რაიონული ტური გაიმართება, რის შემდეგაც საბავშვო ბაღები ფინალური ღონისძიებისათვის მზადებაზე გადაერთვებიან. 3 ივნისს 12:00 საათიდან განახლებულ აღმაშენებელზე ბევრი სახალისო აქტივობაა დაგეგმილი - საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი, პატარა სტუმრების გართობაზე იზრუნებენ პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოეწყობა პატარა მზარეულების კუთხე და გაჟღერდება სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია.