facebook youtube

ფესტივალი „პატარა ხელებით“ დიდუბის რაიონის ბაღებში

18 მაისი 2017
image

 დიდუბის რაიონის გამგეობა / Didube Region თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოფენა-ფესტივალის „პატარა ხელებით“ დიდუბის რაიონულ ტურს N91-ე ბაგა-ბაღმა უმპასპინძლა. ღონისძიებაზე სპეციალურ სტუმრად მოწვეული იყო დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, რომელმაც საკონკურსო ნამუშევრების შერჩევაში სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. შესარჩევ ტურში რაიონში მოქმედმა ყველა საჯარო ბაგა-ბაღმა მიიღო მონაწილეობა და საინტერესო ექსპონატებიც წარმოადგინეს. რაიონული ტურების ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები 3 ივნისს განახლებულ აღმაშენებელზე გამოიფინება და გაიყიდება. გამოფენა-გაყიდვას ორგანიზებას უწევს საქართველოს სოლიდარობის ფონდი, რომლის ინიციატივითაც, შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. გამოფენასთან ერთად, 3 ივნისს დაგეგმილია საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი, პანტომიმის თეატრის აქტივობები, პატარა მზარეულების კუთხის მოწყობა და სხვადასხვა სახალისო აქციები.