facebook youtube

ფესტივალი „პატარა ხელებით“ ჩუღურეთის ტური N95-ე ბაღში გაიმართა

15 მაისი 2017
image

 თბილისის ბაღები ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ფესტივალი „პატარა ხელებით“ გრძელდება - ჩუღურეთის რაიონში მდებარე 12 საბავშვო ბაღში ბავშვებისა და აღმზრდელების მიერ შექმნილი ნამუშევრები დღეს N95-ე საჯარო ბაღში გამოიფინა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ნამუშევრები, რომელსაც ბაგა-ბაღები 3 ივნისს, განახლებულ აღმაშენებელზე გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანენ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეარჩია. ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ გამოფენაზე მოიწვია ყველასათვის საყვარელი მსახიობები ნინო ლეჟავა, ლაშა გურგენიძე, დავით ცხვარაძე, რეჟისორი ბიძინა ჩხეიძე, მოცეკვავე გია კენკებაშვილი და პიანისტი ანრი მერაბოვი, რომელმაც ცნობილი ქართული კომპოზიციების თანამედროვე ინტერპრეტაციები შეასრულა. ბავშვთა შემოქმედების გამოფენა-ფესტივალის „პატარა ხელებით“ დასკვნითი ღონისძიება 3 ივნისს განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება, სადაც რაიონულ ტურებზე შერჩეული საკონკურსო ნამუშევრები გასაყიდად გამოიფინება, შემოსული თანხა კი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.