facebook youtube

ფესტივალი „პატარა ხელებით“ კრწანისის რაიონული ტური

11 მაისი 2017
image

 თბილისის ბაღები კრწანისის რაიონის გამგეობა თბილისის N206-ე საჯარო ბაგა-ბაღში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ბავშვთა შემოქმედების გამოფენა-ფესტივალის „პატარა ხელებით“ კრწანისის რაიონული ტური გაიმართა. გამოფენაში რაიონში მოქმედმა ათივე საჯარო ბაღმა მიიღო მონაწილეობა და ორიგინალური ექსპონატებიც წარმოადგინა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სააღმზრდელო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული სწავლების პროცესში სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. საკონკურსო ნამუშევრები, რომელსაც ბაღები 3 ივნისს ფესტივალის დასკვნით გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანენ, სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ქეთევან მამულაშვილთან ერთად შეარჩია. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ოდიშარიას ბიუროს წარმომადგენლებიც. სტუმრებისთვის N206-ე ბაღის აღსაზრდელებმა და აღმზრდელებმა ქორეოგრაფიული, ვოკალური და ინსტრუმენტული ნომრები შეასრულეს. გამოფენაში მონაწილე ბაღები კი სააგენტოს ხელმძღვანელმა და გამგებელმა სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვეს.