facebook youtube

ფესტივალის „პატარა ხელებით შექმნილი ნამუშევრები მთაწმინდის ბაღებიდან

8 მაისი 2017
image

 ბავშვთა შემოქმედების გამოფენა-ფესტივალი „პატარა ხელებით“ გრძელდება - მთაწმინდის რაიონში არსებული საჯარო ბაგა-ბაღების მიერ მოწყობილ გამოფენაზე აღსაზრდელების ნამუშევრები ჭარბობდა. წარმოდგენილი იყო სტანდარტული სააღმზრდელო მეთოდოლოგიის პროცესში სხვადასხვა თემატიკით დამზადებული მინიატურები - ცხოველები, წყალქვეშა სამყარო, ფერმა, ვენახი, წელიწადის დროები, დედამიწა და ა.შ.

 გამოფენა N152-ე ბაგა-ბაღში გაიმართა და მის მუსიკალურად გაფორმებაზე ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ იზრუნა. ნამუშევრები თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეარჩია. გამოფენას ესწრებოდნენ რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე, გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები.

 გამოფენაში მონაწილე ბაგა-ბაღები სამახსოვრო სიგელებით სააგენტოს ხელმძღვანელმა და რაიონის გამგებელმა დააჯილდოვეს.

 ფესტივალი „პატარა ხელებით“ რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ღონისძიების დასკვნითი ტური 3 ივნისს განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება, სადაც ექსპონატები გაიყიდება, შემოსული თანხა კი „სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება. სოლიდარობის ფონდი / Solidarity Fund