facebook youtube

ფესტივალის

2 მაისი 2017
image

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოფენა-ფესტივალი „პატარა ხელებით“ გრძელდება - 2 მაისს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და აღმზრდელების მიერ შექმნილი ნამუშევრები საბურთალოს რაიონის საჯარო ბაღებმა წარმოადგინეს. ღონისძიებას N112-ე ბაღმა უმასპინძლა და მასში რაიონში მოქმედმა ყველა ბაღმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე საკონკურსო ნამუშევრების შესაფასებლად ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვებისათვის საყვარელი მსახიობი ნატა სულხანიშვილი მოიწვია, რომელმაც სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად შეარჩია საფინალო ღონისძიებისათვის გათვალისწინებული ექსპონატები. ღონისძიების ბოლოს, ყველა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს სპეციალური სიგელები გადაეცა.

ფესტივალი „პატარა ხელებით“ თბილისის ყველა რაიონში გაიმართება და შერჩეულ ნამუშევრებს საბავშვო ბაღები ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გაიტანენ, სადაც მათი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, შემოსული თანხა კი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია გამომცემლობა „პალიტრა L-ი“. „პატარა ხელების“ ფინალური ღონისძიება 3 ივნისს, განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება.