facebook youtube

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე თბილისის ბაღებში

21 თებერვალი 2017
image

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს თბილისის საჯარო ბაღები შეუერთდნენ. ზღაპრები და საბავშვო მოთხრობები მათ ცნობილმა ადამიანებმა, საბავშვო მწერლებმა და საყვარელმა გმირებმა წაუკითხეს. სპეციალურად ამ შეხვედრებისთვის, თითოეული ბაღის ადმინისტრაციამ განსაკუთრებულად მოაწყო საკითხავი კუთხე.

N112 საჯარო ბაღში გამართულ ღონისძიებას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დაესწრო, სადაც ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი იყო მიწვეული. სტუმარმა აღსაზრდელებს სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ზღაპრები წაუკითხა. პატარებმა მსახიობს მათი საყვარელი ზღაპრების გმირებიც დაუსახელეს და ერთად იმსჯელეს წაკითხული ამბების შესახებ.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე თბილისის 166-ვე საჯარო ბაღში აღინიშნა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანლმა იმედი გამოთქვა, რომ ამ დღის აღნიშვნა ბაგა-ბაღებში სამომავლოდ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.