facebook youtube

ბაქტერიები და ჰიგიენა - ღია გაკვეთილი N37-ე ბაღში

7 მარტი 2017
image

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და ბავშვებში შესაბამისი ჩვევების ჩამოყალიბება სააღმზრდელო პროცესის თანმდევი ნაწილია.

ამ თემაზე N37 ბაგა-ბაღის 3-4 წლიან ჯგუფში ღია გაკვეთილი ჩატარდა სათაურით „ბაქტერიები და პირადი ჰიგიენა“. აღსაზრდელებმა მასწავლებლებთან ერთად, მხიარული თამაშებით, სისუფთავის დაცვისათვის აუცილებელი ყოველდღიური ქცევები გაითამაშეს, წარმოადგინეს ბაქტერიებისგან დაცვის იმიტირებული თამაშები და უპასუხეს მასწავლებლის შეკითხვებს.

ჯგუფის აღმზრდელების, ხატია ღოღელიანისა და თამთა ხურციძის თქმით, ასეთი სახალისო მეთოდებით სწავლება ზოგადად, ძალიან ეფექტურია, რადგან ბავშვები მარტივად და სწრაფად ითვისებენ ინფორმაციას და მას პრაქტიკაშიც იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობენ. გაიდლაინი „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საბავშვო ბაღებში“ 2016 წელს შემუშავდა და მასზე დაყრდნობით, უკვე მკაცრად და დეტალურად არის დადგენილი საბავშვო ბაღებში ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ძირითადი ღონისძიებები.