facebook youtube

თბილისის მოქმედ ბაღებს 20 ახალი ჯგუფი დაემატა

15 მარტი 2017
image

თბილისის N170-ე საჯარო ბაგა-ბაღს სამი ახალი ჯგუფი დაემატა. გარემონტდა და მოეწყო 200 მ/კ-მდე წლების განმავლობაში შენობის აუთვისებელი ფართი. ახალი ჯგუფების გახსნის შედეგად, ბაღში აღსაზრდელების რაოდენობა 105-ით გაიზრდა, დამატებით კი 13 ადამიანი დასაქმდა.

სამივე სააღმზრდელო ჯგუფისთვის ინდივიდუალურად მოეწყო საპირფარეშოები, გასახდელი ოთახები და სამზარეულო კუთხეები. ჯგუფები აღიჭურვა ახალი ავეჯით, სათამაშოებითა და სხვა სააღმზრდელო საჭიროების ინვენტარით.

ახალი ჯგუფები დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მართვის ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დაათვალიერა და სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.

„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ჩვენ სამი წელია ორი კონკრეტული მიმართულებით ვმუშობთ - ვაშენებთ ახალ ბაღებს და მაქსიმალურად ვითვისებთ მოქმედ ბაღებში წლების განმავლობაში გამოუყენებელ ფართს. ჯგუფების დამატებით, გარდა იმისა, რომ უფრო მეტ ბავშვს ეძლევა საშუალება სკოლამდელი განათლების მიღების, ასევე, გადატვისრთული ჯგუფების განტვირთვაც ხდება.-განაცხადა თემურ თორდინავამ.

2014 წლის სექტემბრიდან დღემდე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ სარემონტო სამუშაოებისა და დამატებითი ჯგუფების გახსნის შედეგად, ბაღებში 4 200 აღსაზრდელი დარეგისტრირდა.