facebook youtube

ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

7 სექტემბერი 2015

thumbnail

ნაძალადევის რაიონში (მიტინგის ქუჩა #1) ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 6 000 კვ.მ მიწის ფართობზე 1 700 კვ.მ ორსართულიანი შენობა აშენდება. შეიქმნება აღსაზრდელთა 11 ჯგუფი, ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს, დასაქმდება 65-მდე ადამიანი.

საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი 79-ე ბაღის შენობის ტერიტორიაზე შენდება.