facebook youtube

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

2 სექტემბერი 2015

thumbnail

პირველ ეტაპზე, 31-მდე საბავშვო ბაღის ეზო მოეწყობა. მოპირკეთდება ეზოს ზედაპირი, მოეწყობა სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მიწის გარკვეულ საფარზე კაუჩუკის ფილები დაიგება. დაიდგმება საბავშვო ატრაქციონი (სასრიალო პლატფორმითა და გასაძრომებით), აიწონა-დაიწონა, ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქცია.

ეზოების კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 800 000 00 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,აისი’’ აწარმოებს.