facebook youtube

109-ე ბაგა-ბაღის დახურული ნაწილის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები

10 აგვისტო 2015

thumbnail

სამშენებლო სამუშაოები 17 ივლისს დაიწყო და შემოდგომის ბოლოს დასრულდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღი, რომელშიც ამჟამად 460 ბავშვი დადის, დამატებით 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

109-ე ბაგა-ბაღს ტენდერში გამარჯვებული შპს. ,,სამება’’ აწარმოებს. ბაგა-ბაღის დახურული ნაწილის აღსადგენად თბილისის ბიუჯეტიდან 309 997 ლარია გამოყოფილი.