facebook youtube

შეხვედრა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელებთან

15 ნოემბერი 2018

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს.

პროექტის გეგმის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორსა და მენეჯერს, თინიკო ირველაშვილსა და სალომე ჩარკვიანს ესაუბრა.

პროექტი განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელების საბავშვო ბაღიდან სკოლის სივრცეში უმტკივნეულო გადასვლას ისახავს მიზნად. მის ფარგლებში თბილისის მასშტაბით რამდენიმე საბავშვო ბაღი შეირჩევა და სპეციალურ სწავლებას კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე საბავშვო ბაღის აღმზრდელები სკოლის მასწავლებლებთან ერთად გაივლიან.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და უწყებებთან მეთოდური მიდგომების განახლებისა და განვითარებისათვის. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, მითუმეტეს სასკოლო მზაობის ეტაპის აღსაზრდელებისათვის, შესაბამისად, პროექტს ჩვენი მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

1542354649.jpg1542354655.jpg