facebook youtube

29 ოქტომბერს თბილისის 150 ბაგა-ბაღი არ იმუშავებს

26 ოქტომბერი 2018

thumbnail

29 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი არ წარიმართება იმ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები. დედაქალაქში არსებულ 150 საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ჩატარდება დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები. სანიტარული დღის განმავლობაში, საბავშვო ბაღები მოწესრიგდება 30 ოქტომბრიდან აღსაზრდელების ჩვეულ რეჟიმში მისაღებად.

თბილისში დღესდღეობით 180 საჯარო ბაგა-ბაღი 61 000 აღსაზრდელს ემსახურება. აქედან 150-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული.

85-ბა