facebook youtube

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

25 ოქტომბერი 2018

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში მკურნალობას გადის რამდენიმე მცირეწლოვანი, რომელთაც ერთგვაროვანი სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათგან სამი ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია.

ამ პერიოდში, ზოგადად, ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება სწრაფად და მარტივად ხდება ტემპერატურის შემცირებასთან ერთად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვებს აღენიშნებოდათ პირღებინება, დიარეა და მაღალი ტემპერატურა.

ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ შეემოწმებინა კვების ბლოკი, რათა გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია, ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, იყო თუ არა ბავშვების ინფიცირების მიზეზი საკვები ან ვირუსული ინფექცია.

ექიმების განცხადებით, ამჟამად ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

85-ბა