facebook youtube

პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში

18 ოქტომბერი 2018

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საკრებულოს გამართულ პრეზენტაციას დაესწრო. წიგნი, რომელიც საავტორო უფლებების შესახებ მცირეწლოვანი ბავშვების ინფორმირებას ისახავს მიზნად, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფებში დამატებით მასალად შევა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით, საავტორო უფლებების შესახებ ზღაპრების კრებული სკოლამდელ დაწესებულებებში გავრცელდება. წიგნის პრეზენტაცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული საკითხის ბავშვებისთვის ადრეულ ასაკიდანვე ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას.

კრებულის მიზანია ბავშვებისათვის საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი მნიშვნელობის ახსნა მათთვის გასაგებ ენაზე.
წიგნის ავტორია მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელიც ილუსტრატორმა მაშო მარგიშვილმა გააფორმა. ზღაპრის მთავარი პერსონაჟია ჭიამაია მემე, რომელიც ბავშვებს საავტორო უფლებების დაცვას ასწავლის. 
გამოცემა სრულად არის ადაპტირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან რის შედეგადაც, ბავშვებს შეეძლებათ წიგნის არა მარტო წაკითხვა, არამედ მისი ყურება და მოსმენაც სპეციალური აპლიკაციის OVERLY-ს ჩამოტვირთვის მეშვეობით.
წიგნი, საქართველოს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის ხელშეწყობით სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უსასყიდლოდ გავრცელდება.

1540382487.jpg1540382493.jpg1540382501.jpg1540382506.jpg
85-ბა