facebook youtube

კახაბერ გვანცელაძემ საკრებულოს 9 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა

4 ოქტომბერი 2018

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საკრებულოს დეპუტატებს 9 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა ახლადაშენებულ N67 ბაგა-ბაღში გაიმართა. დეპუტატებმა ბაღის შენობა დაათვალიერეს და სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა იმ 11 ახალ საბავშვო ბაღზე, რომელიც წელს გაიხსნა და 3000-მდე აღსაზრდელს ემსახურება. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება, მოხდება ავარიული შენობების დემონტაჟი და მათ ადგილას აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობები. ასევე, იგეგმება 10 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა თბილისის სხვადასხვა რაიონებში.

შეხვედრაზე წარმოდგენილი მეთოდოლოგიის მიმართულებით დანერგილი სიახლეები და სამომავლო გეგმები.

1538987084.jpg1538987092.jpg1538987101.jpg