facebook youtube

"ნეიროპლასტიურობა და განათლება" - ახალი პროექტი N74 ბაგა-ბაღში

28 სექტემბერი 2018

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების პროგრამებში ნეიროპლასტიურობის მეთოდიკის ინტეგრირება.

ნეიროპლასტიურობა და განათლება ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდოლოგიაა, რომელიც მოიცავს 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესში იმგვარი აქტივობების, ვარჯიშებისა და თამაშების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების, მეხსიერებისა და სხვა გონებრივი უნარების გააქტიურებასა და განვითარებას.

როგორც ცნობილია, 2-6 წელი სწორედ ის ასაკია, როდესაც ყველაზე დიდი სიხშირით ხდება ადამიანის გონებაში ნეირონული კავშირების აღმოცენება. ამ პროცესის გააქტიურება სპეციალური აქტივობებით, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღნიშნული საკითხი განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აღმზრდელ-პედაგოგების ტრენინგ-მოდულშიც შევიდა და სამომავლოდ, მისი განხორციელება მასშტაბურად იგეგმება.

პროექტის პირველი ეტაპი N74 ბაგა-ბაღში პერსონალის გადამზადებით დაიწყო. ტრენინგები ტარდება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით, რომლის დასრულების შემდეგ, გადამზადებული აღმზრდელები კურსის პრაქტიკაში განხორციელებას შეუდგებიან. პარალელურად, მოხდება გადამზადებული აღმზრდელების მიერ ნეიოროპლასტიურობის აქტივობების განხორციელების მონიტორინგი.

85-ბა