facebook youtube

თბილისს 11 ახალი ბაგა-ბაღი შეემატა

17 სექტემბერი 2018

thumbnail

თბილისს 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ახალი ბაღები დედაქალაქის 6 რაიონში, კერძოდ კი საბურთალოს, ვაკის, ნაძალადევის, გლდანის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში გაიხსნა. ასევე, ორ მოქმედ ბაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები შეემატა.

ახალი საბავშვო ბაღებში მისულ აღსაზრდელებს დღეს მხიარული სანახაობითა და გასართობი ღონისძიებებით დახვდნენ.

ნაძალადევის რაიონში N49 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოდან და პარლამენტიდან.

თბილისის მერმა ბაღის აღსაზრდელებსა და თანამშრომლებს ახალი ბაღის გახსნა და ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გასართობი ღონისძიებები გაიმართა სხვა ახალ ბაღებშიც, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ რაიონების გამგებლები, მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ულოცავს თითოეულ აღსაზრდელს ახალი, 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებას.

1537516439.jpg1537516447.jpg1537516456.jpg1537516470.jpg1537516483.jpg1537516496.jpg1537516510.jpg
85-ბა