facebook youtube

ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შემდეგი ეტაპი 11-12 აგვისტოს გაიმართება

6 აგვისტო 2018

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შემდეგი ეტაპი - ტესტირება, მიმდინარე წლის 11-12 აგვისტოს ჩატარდება.  

ტესტირებას საჯარო ბაგა-ბაღებში აღმზრდელის, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორისა და სპეციალური პედაგოგის ვაკანტური პოზიციების დაკავების მსურველები გაივლიან.

ტესტირებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ჩაატარებს, რომელიც თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N1-ში მდებარეობს. ტესტირების შესახებ ინფორმაცია თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად, მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით ეცნობება.

კონკურსი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადდა. აპლიკანტებმა რეგისტრაცია გაიარეს ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.

 

85-ბა