facebook youtube

ინფორმაცია საგამოცდო ლიტერატურის შესახებ

27 ივლისი 2018

thumbnail

ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგ-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მიმდინარეობს
კონკურსი ბაგა-ბაღებში ადმინისტრაციული და სააღმზრდელო მიმართულებით
არსებულ ვაკანტურ ადგილებზე.


საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, აღმზრდელისა და სპეციალური
პედაგოგის პოზიციის დასაკავებლად, აპლიკანტს მოეთხოვება კონკურსის მეორე ეტაპის
-ტესტირების გავლა.


საკონკურსო თემატიკა:


 საქართველოს კონსტიტუცია (1,2 თავი);
 საბავშვო ბაგა-ბაღის წესდება;
 საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“;
 საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება - ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
 საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის
(რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
 მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;
 სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები, სწავლების პრინციპები
და მეთოდოლოგია სკოლამდელი განვითარების საფეხურზე. წყაროები: 1) „ადრეულ
ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები“ - საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი 2010; „საბავშვო ბაღის
აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო“ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და
შეფასების ცენტრი 2010;
 ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და
სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების
პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების
დამტკიცების შესახებ“;
 გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენცია“;
ტესტირებას არ გაივლიან ბაგა-ბაღების ის თანამშრომლები, ვისაც გავლილი აქვთ
სააგენტოს მიერ ჩატარებული შიდა ტესტირება 2017 წელს.

ტესტირება ჩატარდება სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ. ტესტირების ზუსტი
დროის თაობაზე აპლიკანტებს ეცნობებათ სმს შეტყობინების სახით.

საგამოცდო მასალის სანახავად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს:

 

ტესტირების ლიტერატურა

85-ბა