facebook youtube

თბილისში ახალ საბავშვო ბაღებს ნომრები მიენიჭათ

14 ივნისი 2018

thumbnail

თბილისს შემოდგომაზე 9 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ახალაშენებულ ბაღებს უკვე მიენიჭათ ნომრები,  შესააბამისად, ისინი აღსაზრდელთა სარეგისტრაციო ფორმაში აისახება.
2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს 12:00 საათზე, ხოლო მეორე ეტაპი 22 ივნისს,  12:00 საათზე დაიწყება.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების ნომრებია:
ნაძალადევის რაიონში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე - N49

საბურთალოს რაიონში - სოფელ დიღომში N67

საბურთალოს რაიონი - დიდი დიღმის  მე-3 მ/რ N73

გლდანის რაიონში - სოფელი გლდანი N53

გლდანის რაიონი  - მე-3 მ/რ. მ N57

ვაკის რაიონში - ნუცუბიძის მე-4 მ/რ N44

ვაკის რაიონში - წყნეთში, ბაღი N118

დიდუბის რაიონში - ზუგდიდის ქუჩა N3-ში, ბაღი N38

ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე - ბაღი N68

1528977112.jpg
85-ბა