facebook youtube

კახაბერ გვანცელაძე განათლების სამინისტროში ევროპის რეგიონულ კონფერენციას დაესწრო

29 მაისი 2018

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საქართველოს განათლების სამინისტროში ევროპის რეგიონულ კონფერენციას დაესწრო. 
კონფერენცია თემაზე, „ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება“ სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციის - „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) ორგანიზებით ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინკლუზიური განათლების მოდელი, მიმდინარე პროექტები, „ინკლუზიური განათლების განვითარების 2018-2021“ სტრატეგია და პრიორიტეტები. 
კონფერენციაზე სააგენტოს ბაგა-ბაღების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა თინათინ თოიძემ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. 
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, აუდიტორიას ინკლუზიური განათლების საკუთარი მოდელები, სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები გააცნეს. სტუმართა იმ ნაწილს, რომელიც ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემას წარმოადგენს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რამდენიმე ღონისძიებაზე უმასპინძლებს და სისტემაში არსებულ ვითარებას სამუშაო პროცესში გააცნობს. 
 

1527667639.jpg1527667645.jpg1527667650.jpg1527667657.jpg1527667664.jpg
85-ბა