facebook youtube

N15-ე ბაგა-ბაღი 7-8 მაისს არ იმუშავებს

6 მაისი 2018

thumbnail

2018 წლის 7 და 8 მაისს, დიდუბის რაიონში მდებარე N15-ე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ და თბილისის წყლის კომპანია „ჯივიპიმ“ ერთობლივად მიიღეს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის მათ შექმნილი უხერხულობისათვის.

გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ გასულ კვირას საბავშვო ბაღსა და მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსს მღვრიე წყალი მიეწოდა. წყალს ჩაუტარდა როგორც ქიმიური, ისე ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო იყო, თუმცა, იმის გამო, რომ დაზიანებული მილის რეაბილიტაციის პარალელურად, განხორციელდა ბაგა-ბაღის წყლის სისტემის გადაერთება ალტერნატიულ ქსელზე, კომპანია "ჯივიპის" შიდა რეგულაციის შესაბამისად, საჭირო გახდა ანალოგიური კვლევის ჩატარება ახალი სისტემიდან გამომავალ წყალზეც. ბაქტერიოლოგიურ კვლევას ესაჭიროება 72 საათი, შესაბამისად, მისი პასუხი 8 მაისს გახდება ცნობილი.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და N15-ე ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია მადლობა უხდის თბილისის წყლის კომპანიას ოპერატიულობისა და თანამშრომლობისათვის.

 
85-ბა