facebook youtube

კახაბერ გვანცელაძემ მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა

11 აპრილი 2018

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ორი მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში, შვიდჯგუფიანი ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს და ის 300-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

კიდევ ერთი საბავშვო ბაღის გახსნა წელს ჩუღურეთის რაიონშიც იგეგმება. პალიასტომის ქუჩის N1-ში 10-ჯგუფიანი ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას.

ორივე ობიექტზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. კახაბერ გვანცელაძემ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისაგან მიიღო.

1523522163.jpg1523522171.jpg1523522178.jpg1523522185.jpg1523522192.jpg1523522198.jpg1523522216.jpg1523522222.jpg1523522228.jpg
85-ბა