facebook youtube

კახაბერ გვანცელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

21 დეკემბერი 2017

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბავშვთა აღზრდისა და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მისი სამოქმედო გეგმა გააცნო.

შეხვედრა ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა და მას ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯელობა, ძირითადად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აუცილებლობას, საგანმანათლებო პროგრამების დახვეწასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ეხებოდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი სამუშაო დისკუსიების გამართვის მნიშვნელობას, რაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისთვის არის აუცილებელი.

1513867393.jpg1513867400.jpg1513867404.jpg1513867408.jpg1513867413.jpg1513867460.jpg1513867468.jpg1513867472.jpg1513867483.jpg1513867488.jpg1513867492.jpg1513867504.jpg1513867510.jpg1513867517.jpg
85-ბა