facebook youtube

ჩინეთის საელჩომ 37-ე ბაგა-ბაღს საჩუქრები გადასცა

19 დეკემბერი 2017

thumbnail

 თბილისის N37 საჯარო ბაგა-ბაღს საქართველოში ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის ელჩი ძი იენჩი მეუღლესთან ერთად ეწვია და საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური კონსული საქართველოში, GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. მოწვეული სტუმრებისათვის საახალწლო ღონისძიება გამართეს ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა. ბაგა-ბაღის დირექტორმა კი მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩსა და პარტნიორ ორგანიზაციას ბაღისათვის ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო ინვენტარის გადაცემისათვის. სტუმრებს სიტყვით მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დიპლომატიური მისიის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში რიგი ღონისძიებების ავტორია. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, საელჩომ აღნიშნულ საბავშვო ბაღზე პატრონაჟი აიღო და თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, 22 000 ლარის ღირებულების საჩუქრები გადასცა.

1513680807.jpg1513681374.jpg1513681380.jpg1513681437.jpg1513681443.jpg1513681449.jpg1513681459.jpg1513681480.jpg1513681497.jpg1513681507.jpg1513681513.jpg1513681525.jpg1513681541.jpg1513681549.jpg1513681558.jpg1513681575.jpg1513681583.jpg1513681616.jpg1513681647.jpg1513681718.jpg1513681725.jpg1513681733.jpg1513681742.jpg1513681750.jpg1513681762.jpg1513681772.jpg1513681807.jpg1513681823.jpg1513681840.jpg1513681849.jpg1513681935.jpg1513681947.jpg1513681958.jpg1513681968.jpg1513681977.jpg1513681995.jpg1513682009.jpg1513682019.jpg1513682027.jpg1513682033.jpg1513682039.jpg1513682045.jpg1513682055.jpg1513682064.jpg1513682074.jpg1513682089.jpg1513682098.jpg1513682117.jpg1513682128.jpg1513682138.jpg