facebook youtube

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ავადობის პრევენციის მიზნით ახალი რეგულაციების ინიცირებას გეგმავს

30 ნოემბერი 2017

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ავადობის პრევენციის მიზნით ახალი რეგულაციების ინიცირებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა.

კახაბერ გვანცელაძემ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსს, მარინე დარახველიძეს შეხვდა და ის საჭიროებები განიხილა, რაც საბავშვო ბაღებში პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლს და შესაბამისად, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაიგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც სათანადო რეგულაციების შემუშავებასა და მათ ლეგიტიმაციაზე იმუშავებს.

კიდევ ერთი შეხვედრა ტუბერკულოზისა და ფილტვისა დაავადებათა ეროვნული ცენტრში გაიმართა. ცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა დაავადების პრევენციისა და სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა და მოიწონა კახაბერ გვანცელაძის ინიციატივა ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ინიცირების თაობაზე.

1512060323.jpg1512060327.jpg1512060332.jpg1512060339.jpg1512060344.jpg1512060348.jpg1512060353.jpg1512060358.jpg1512060363.jpg1512060367.jpg