facebook youtube

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაღებში არსებულ პრობლემებს ეცნობა

28 ნოემბერი 2017

thumbnail

  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაღებში არსებულ პრობლემებს ეცნობა. კახაბერ გვანცელაძე დღეს ისნის რაიონში, 215-ე და 109-ე ბაგა-ბაღებში მოადგილესთან და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ორივე ბაღის ადმინისტრაციას ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარება დაავალა, რადგან მისი თქმით, ბაღებში აღსაზრდელთა უსაფრთხოება მისი პრიორიტეტია. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, მონიტორინგს მუდმივი ხასიათი ექნება და ის პირადად შეისწავლის თბილისის ბაღებში არსებულ პრობლემებს.

1511882171.jpg1511882181.jpg1511882186.jpg1511882191.jpg1511882196.jpg1511882201.jpg1511882208.jpg1511882212.jpg1511882221.jpg1511882227.jpg1511882234.jpg1511882240.jpg1511882247.jpg1511882254.jpg