facebook youtube

კახაბერ გვანცელაძემ ბაღებში არსებული პრობლემების შესწავლა დაიწყო

24 ნოემბერი 2017

thumbnail

  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაღებში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. კახაბერ გვანცელაძე დღეს 27-ე, 83-ე და 117-ე საბავშვო ბაღებში მოადგილესთან, ნინო ბურძენიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ბაღების დირექტორებს კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა და სააგენტოსთვის მიწოდება დაავალა.
  სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ არსებული პრობლემები ჩაინიშნა და განაცხადა, რომ თითოეულ მათგანს განიხილავს და მათ მოგვგარებაზე იზრუნებს.
  მისი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და ყველა მისი გადაწყვეტილება სწორედ ამ საკითხზე იქნება ორიენტირებული.

1511528456.jpg1511528460.jpg1511528464.jpg1511528468.jpg1511528472.jpg1511528476.jpg1511528481.jpg1511528486.jpg1511528490.jpg1511528496.jpg1511528504.jpg1511528512.jpg1511528520.jpg1511528529.jpg1511528533.jpg