facebook youtube

N33-ე ბაგა-ბაღი აღსაზრდელების მისაღებად მზად არის

20 ოქტომბერი 2017

thumbnail

თბილისს კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის მეორე ზონაში მდებარე N33 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 24 ოქტომბრიდან მიიღებს.

სააღმზრდელო დაწესებულება 350 ბავშვზეა გათვლილი. პატარა აღსაზრდელებს ბაღში კეთილმოწყობილი და მხიარული გარემო დახვდებათ.

N33 ბაღში დღეს ეზოს გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

1508742412.jpg1508742418.jpg1508742425.jpg1508742431.jpg1508742437.jpg